პროექტის პორტფოლიო
„ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრაცია“
კურსის შესახებ
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2013 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს ინტელის სასწავლო კურსს, რომლის მიზანია პროექტზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტური ინტეგრირება.
ტრენინგები ტარდება იმ მე-3 კლასის მასწავლებლებისთვის, რომლებიც სასწავლო პროცესში ბუკებს იყენებენ, ასევე სერტიფიცირებული და სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის.
ტრენინგი 36 საათიანია და ცხრა ოთხსაათიან სამუშაო დღეს მოიცავს.
ტრენინგის შედეგად მონაწილეები გაეცნობიან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტების შექმნასა და მომზადებას.
ტრენინგები ტარდება იმ მე-3 კლასის მასწავლებლებისთვის, რომლებიც სასწავლო პროცესში ბუკებს იყენებენ, ასევე სერტიფიცირებული და სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის.
ტრენინგი 36 საათიანია და ცხრა ოთხსაათიან სამუშაო დღეს მოიცავს.
ტრენინგის შედეგად მონაწილეები გაეცნობიან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტების შექმნასა და მომზადებას.
მოდული 1. პროექტებით სწავლება
მოდული 2. სასწავლო პროექტის დაგეგმვა
მოდული 3. კავშირები
მოდული 4. სასწავლო ნიმუშების შექმნა
მოდული 5. მოსწავლეთა პროექტების შეფასება
მოდული 6. დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვისმოდული 7. ფასილიტაცია ტექნოლოგიებით
მოდული 8. სასწავლო პროექტების პორტფოლიოს ჩვენება
მთავარი კითხვა, რომელსაც ტრენინგ-კურსი პასუხს გასცემს არის:
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის
პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ამ მოდულში თქვენ შეისწავლით, თუ როგორ შექმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დაიწყებთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას.
მთავარი კითხვა
- როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
მოდულის საკვანძო კითხვები
- როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
- როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის?
ამოცანები
- ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა
- პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად
- პროექტის გეგმის შაბლონის, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკისა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშების გაცნობა
- პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა
- პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად
- რეფლექსია სწავლაზე
- ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვის დაწყება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.
No comments:
Post a Comment